1. პროექტის სახელწოდება-"ვწეროთ და ვისაუბროთ ქართულად"
2.პროექტის მთავარი იდეა (თემა)-როგორ გავასუფთავოთ და ვებრძოლოთ ჩვენს მეტყველებაში შემოჭრილ ბარბარიზმებს.
3.პროექტის აქტუალობა-სასაუბრო მეტყველებაში ბარბარიზმების შემოსვლისა და დამკვიდრების საშიშროება;სალიტერატურო ენის დანახინჯების პრობლემა.
4.პროექტის მიზანი- მოსწავლემ უნდა შეძლოს ინფორმაციი მოძიება-დახარისხება.მოსწავლემ უნდა შეძლოს პრობლემურ საკითხზე საკუთარი თვალსაზრისის წერილობით გადმოცემა,მოცემულ საკითხზე განსხვავებული შეხედულების შეჯამება. მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა თვალსაზრისის შემცველი მხატვრული და და პუბლიცისტური ტექსტების გაგება-გააზრება.
მოსწავლეებმა უნდა შეძლონ წერილობითი ტექსტის ფორმისა და სტილის შერჩევა მიზნისა და აუდიტორიის გათვალისწინებით.
5.მონაწილეთა ასაკი-14 წელი
ქრთ.IX. 6. მოსწავლეს შეუძლია კითხვის მიზნის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება.
ქრთ.IX.9. მოსწავლეს შეუძლია პრობლემურ და სადავო საკითხებზე სხვადასხვა თვალსაზრისის შემცველი მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გაგება-გააზრება.
ქრთ.IX.11. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტის ფორმისა და სტილის შერჩევა მიზნისა და უდიტორიის გათვალისწინებით.
6.ვადები,ხანგრძლივობა-ორი კვირა (15)
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას- მოსწავლეები გამოიმუშავებენ დროის მონიტორინგსა და მიზნობრივად გამოყენების უნარებს;ითანამშრომლებენ ჯგუფებში; მოიძიებენ და დაახარისხებენ ინფორმაციას.მოაგროვებენ ფოტოებს;ჩაატარებენ გამოკითხვას;წარმოადგენენ პრეზენტაციას;დაამზადებენ ბროშურებს.
8.პროექტისათვის საჭირო რესურსები-ინტერნეტი, ფოტოაპარატი ,ლიტერატურული მასალა, სლაიდი,პრეზენტაცია,ბროშურები,ფურცლები ,მარკერები.
9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები)-
ა.მოტივაციის ამაღლება -მოსწავლეთა ცოდნის განსაზღვრა, კითხვა-პასუხის რეჟიმში, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
პირველი ჯგუფი- ჩაატარებენ გამოკითხვას ქუჩებში ბარბარიზმებზე,
მეორე ჯგუფი- გადაიღებენ ფოტოებს ბანერებზე ,დაწესებულებებზე, ჯიხურებზე .
მესამე ჯგუფი- მოსწავლეები გაეცნობიან და გაანალიზებენ პუბლიცისტური და მხატვრული ტექსტებს ,დაწერენ რეფერატს .
ბ.პროექტის შეჯამება-პრეზენტაცია
ბ.პროექტის შეჯამება-პრეზენტაცია
გ.მოსწავლეებმა დაამზადეს ბროშურები და დაურიგეს თანატოლებს.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ან ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი-საქართველოს ისტორია
11.პროექტის ხელმძღვანელი-იზა ვაჩეიშვილი
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა -ivacheishvili8gmail.com
13პროექტის ვებ.გვერდი/ბლოგი-
No comments:
Post a Comment